0
მენიუ
banner banner

"ამ აკადემიას პუნქტუალურობა, ყურადღება და კურსდამთავრებულების მიმართ ზრუნვა გამოარჩევს" - ლელა დანელიას შთაბეჭდილება

"ამ აკადემიას პუნქტუალურობა, ყურადღება და კურსდამთავრებულების მიმართ ზრუნვა გამოარჩევს" - ლელა დანელიას შთაბეჭდილება

ლელა დანელიამ სმარტ აკადემიაში სოციალური მედია მარკეტინგის კურსი გაიარა და კურსის შესახებ საკუთარ შთაბეჭდილებას გვიზიარებს.

,,ჩემი მიზანი იყო, სოციალური მედია საფუძვლიანად შემესწავლა’’

კურსის შესახებ

კურსის განმავლობაში შევისწავლე ყველაფერი იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ვმართო სოციალური მედია არხები. ვისწავლე:

  • სოციალური მედია კამპანიისა და რეკლამის დაგეგმვა
  • შედეგების ყოველთვიური ანალიზი
  • მომხმარებელთან კომუნიკაცია
  • სფეროში არსებული ტრენდების გაცნობა და ყოველდღიურ საქმიანობაში ინტეგრირება

ლექტორის შესახებ

ნათია ზარნაძე საუკეთესო ლექტორია, რომელსაც საფუძვლიანი პასუხი აქვს ნებისმიერ კითხვაზე.

გამორჩეული ლექცია

ყველა ლექციას გამოვარჩევდი, რადგან თითოეული მათგანი სიახლეებით სავსე და ძალიან საინტერესო იყო.

კურსის დასრულების შემდეგ

მინდა, აუცილებლად გამოვცადო თავი ამ სფეროში. ახლა უკვე ვიცი, როგორ ვმართო საკუთარი, თუ სხვა გვერდები. კურსზე დაგროვებული ცოდნა დამეხმარება, გავხდე სოც. მედია მენეჯერი.

სმარტ აკადემია

სმარტ აკადემიის ეს კურსი იდეალურად დაგეგმილი და ნაფიქრია. ამ აკადემიას პუნქტუალურობა, ყურადღება და კურსდამთავრებულების მიმართ ზრუნვა გამოარჩევს.


დარეგისტრირდი სოციალური მედია მარკეტინგის კურსზე


სხვა სტატიები

ყველა სტატია

სასურველი კურსები